Act In Space არის საერთაშორისო ჰაკათონი, რომლის მიზანია ახალი იდეების გენერირება ტექნოლოგიების, სატელიტური და კოსმოსური მონაცემების გამოყენებით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მოცემულთაგან ერთი ან რამოდენიმე გამოწვევა, რომლის გადაჭრაზეც 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ ასტროფიზიკოსებთან და ბიზნეს მენტორებთან ერთად. დემო დღეზე კი პირველად პროტიტიპებს და ვიზუალიზაციებს წარადგენენ.
ჰაკათონის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს 17-20 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში დაგეგმილ გლობალურ ჰაკათონში.
ვის შეუძლია მონაწილეობა
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს
- პროგრამისტებს
- ბიზნეს განვითარების სპეციალისტებს
- მარკეტოლოგებს
- ასტროფიზიკოსებს
- გარემოს დამცველებს
- ინჟინერებს
- კოსმოსური ინოვაციით დაინტერესებულ პირებს
- აგრონომებს
- არქიტექტორებს /დიზაინერებს
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 გუნდის წევრი. გუნდში გაერთიანებულები უნდა იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
რას მიიღებს გამარჯვებული?
Actinspace ჰაკათონის გამარჯვებული 17-20 ივნისს მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში, კერძოდ ტულუზაში გამართულ საერთაშორისო კოსმოსურ ჰაკათონში. გამარჯვებულს მენტორობას გაუწევენ GEN Space -ის ამერიკელი მენტოები
ჰაკათონის ფარგლებში გადასაჭრელი გამოწვევები
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მოცემულთაგან ერთი ან რამოდენიმე გამოწვევა, რომლის გადაჭრაზეც 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ ასტროფიზიკოსებთან და ბიზნეს მენტორებთან ერთად. დემო დღეზე კი პირველად პროტიტიპებს და ვიზუალიზაციებს წარადგენენ.
იხილეთ ჰაკათონის გამოწვევები მოცემული ბმულის მეშვეობით - https://bit.ly/2PQxO3x
როგორ დავრეგისტირდეთ
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 50 ადამიანს. რეგისტრაცია დაიხურება მონაწილეთა ლიმიტის შევსების შემდეგ . ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მოცემული ბმულის მეშვეობით : https://actinspace.org/register