CELEBRATE | August 6, 2020

Entrepreneurship World Cup

Photo Credit:

Entrepreneurship World Cup  საერთაშორისო სტარტაპ კონკურსია, რომელშიც 187 ქვეყნიდან 102 000-ზე მეტი ანტრეპრენერი იღებს მონაწილეობას.

კონკურსი ხორციელდება Global Entrepreneurship Network (“GEN”) -ის Misk Global Forum (“MGF”)- თან და Global Education & Leadership Foundation-თან  თანამშრომლობით. საქართველოში   პროექტის მასპინძელია  GEN Georgia .

პროექტის გლობალური პარტნიორები არიან :
 

  • GSVlabs
  • TechCrunch
  • Entrepreneurs’ Organization (EO)
  • The Wharton School of the University of Pennsylvania
  • WebCongress


ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა :


კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ადრეულ  ასევე განვითარების ეტაპზე მყოფ  სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს , მათ შორის :

  • იდეის ეტაპზე მყოფ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს
  • პროტოტიპის ეტაპზე მყოფ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს
  • განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს


კონკურსის ეტაპები :

  • გაიარეთ  რეგისტრაცია  9 აგვისტოს ჩათვლით - https://bit.ly/30xUF9L
  • კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეული მონაწილეები მოწვეული იქნებიან ადგილობრივ ფინალზე  პრეზენტაციების წარმოსადგენად - ადგილობრივი ფინალი გაიმართება ონლაინ, 25 აგვისტოს.
  • მეწარმეობის მსოფლიო თასის გამარჯვებული გუნდი საქართველოდან  მონაწილეობას მიიღებს სექტემბერში დაგეგმილ გლობალურ  აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ონლაინ ტრენინგებისა და მენტორობის სესიებს.
  • გამარჯვებული გუნდი 100 ფინალისტს შორის მოხვედრის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს გლობალურ ფინალში  - რომელიც  18-20 ოქტომბერს საუდის არაბეთში გაიმართება.  

საუდის არაბეთში დაგეგმილ გლობალურ ფინალზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ შემდეგი პრიზები :

  1. პირველი ადგილი - 500 000 $
  2. მეორე ადგილი - 250 000 $
  3. მესამე ადგილი - 100 000 $
  4. Global Stage Winner – 50 000 ( 3 გამარჯვებულისთვის)
  5. გლობალური ფინალისტებისთვის - 700 000$-ის ღირებულება სერვისები
Attachment Size
ewc 2.pdf324.52 KB 324.52 KB

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 7 years of experiance  working in this field,  creating interesting… About the author