გლობალური მეწარმეობის კვირეული, 16-22 ნოემბერი
‘გლობალური სამეწარმეო ქსელისა’  და ‘ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს’ თანაორგანიზებით საქართველოში მეცხრედ იმართება გლობალური მეწარმეობის კვირეული, რომელიც 16-დან  22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
Tinatin
Gholadze
11 Nov 2020

‘გლობალური სამეწარმეო ქსელისა’  და ‘ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს’ თანაორგანიზებით საქართველოში მეცხრედ იმართება გლობალური მეწარმეობის კვირეული, რომელიც 16-დან  22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წელს გლობალური მეწარმეობის კვირეულის მთავარი  თემაა ინტეგრაცია, რაც გულისხმობს  იმ ჯგუფების ჩართულობას, რომლებსაც  ინოვაციურ სამეწარმეო საქმიანობასთან ნაკლები წვდომა აქვთ, კერძოდ კი ორიენტირებულია  ახალგაზრდებისა და ქალების  ინტეგრაციაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი ტერიტორიებიდან. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20 - მდე ღონისძიება თბილისის, სამეგრელოსა და  რაჭისა რეგიონებში.

კვირეულში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ანტრეპრენერები, სტარტაპები და ეკოსისტემის ლიდერები. ღონისძიებები მოიცავს  სხვადასხვა სახის აქტივობებს, მათ შორისაა სთორითელინგ სესიები, ვორქშოფები, პანელურდისკუსიები, სტარტაპ  ფიჩინგ სესიები და სხვა. გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ტარდება ონლაინ რეჟიმში და მათში მონაწილეობა უფასოა.

გლობალური მეწარმეობის კვირეული  მასშტაბური საერთაშორისო  პროექტი, რომლის მიზანია ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეებისათვის მოტივაციის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში ყოველი წლის ნოემბერში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე - https://bit.ly/329DBar

Tinatin Gholadze

Managing Director | GEN Georgia

Impact innovator and entrepreneurial ecosystem builder, with a solid background in the non-profit management field. Experienced in creating and… More