Entrepreneurship World Cup საერთაშორისო სტარტაპ კონკურსია, რომელშიც 187 ქვეყნიდან 102 000-ზე მეტი ანტრეპრენერი იღებს მონაწილეობას.
კონკურსი ხორციელდება Global Entrepreneurship Network (“GEN”) -ის Misk Global Forum (“MGF”)- თან და Global Education & Leadership Foundation-თან თანამშრომლობით. საქართველოში პროექტის მასპინძელია GEN Georgia .
პროექტის გლობალური პარტნიორები არიან :
- GSVlabs
- TechCrunch
- Entrepreneurs’ Organization (EO)
- The Wharton School of the University of Pennsylvania
- WebCongress
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა :
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ადრეულ ასევე განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს , მათ შორის :
- იდეის ეტაპზე მყოფ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს
- პროტოტიპის ეტაპზე მყოფ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს
- განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებს
კონკურსის ეტაპები :
- გაიარეთ რეგისტრაცია 9 აგვისტოს ჩათვლით - https://bit.ly/30xUF9L
- კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეული მონაწილეები მოწვეული იქნებიან ადგილობრივ ფინალზე პრეზენტაციების წარმოსადგენად - ადგილობრივი ფინალი გაიმართება ონლაინ, 25 აგვისტოს.
- მეწარმეობის მსოფლიო თასის გამარჯვებული გუნდი საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს სექტემბერში დაგეგმილ გლობალურ აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ონლაინ ტრენინგებისა და მენტორობის სესიებს.
- გამარჯვებული გუნდი 100 ფინალისტს შორის მოხვედრის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს გლობალურ ფინალში - რომელიც 18-20 ოქტომბერს საუდის არაბეთში გაიმართება.
საუდის არაბეთში დაგეგმილ გლობალურ ფინალზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ შემდეგი პრიზები :
- პირველი ადგილი - 500 000 $
- მეორე ადგილი - 250 000 $
- მესამე ადგილი - 100 000 $
- Global Stage Winner – 50 000 ( 3 გამარჯვებულისთვის)
- გლობალური ფინალისტებისთვის - 700 000$-ის ღირებულება სერვისები
| Attachment | Size |
|---|---|
| ewc 2.pdf | 324.52 KB |