მოწვევა - ქედის მუნიციპალიტეტში სოფლისა და კულტურული ტურიზმის სფეროში ჩართული პირებისთვის
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კომპონენტის „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში პროექტის შინაურები განხორციელება დაიწყო. პროექტს ახორცილებს გლობალური სამეწარმეო ქსელი.
Tinatin
Gholadze
30 Apr 2020

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კომპონენტის „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში პროექტის შინაურები განხორციელება დაიწყო. პროექტს ახორცილებს გლობალური სამეწარმეო ქსელი.

პროექტი მიზნად ისახავს ქედის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას, Covid-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით.  პროექტის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლისა და კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია და წარმოჩენა და მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროში ჩართული პირების მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში  მოხდება  25 ბენეფიციარის შერჩევა, რომელთანაც პროექტი იმუშავებს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით.

დაგეგმილია შერჩეული მონაწილეებისა და მათი  მომსახურეობების წარმოჩენა და პოპულარიზაცია პოტენციური მომხმარებლების მოზდვის მიზნით, ისევე როგორც, მათი ციფრული კომპეტენციების ამაღლება.  ტრენინგ მოდულის ფარგლებში მონაწილეები შეიძენენ იმ უნარებსა და კომპეტენციებს, რომელიც  როგორიცაა :

  • ციფრული ვიზუალური მასალის ფორმირება
  • ვიდეო კონტენტის შექმნა და  დამუშავება
  • ლაივ შეხვედრების წარმართვა
  • ციფრული ბრენდინგის ელემენტების ფორმირება

თუ თქვენ ჩართული  ხართ ან დაინტერესებული ხართ ჩაერთოთ  ქედის  მუნიციპალიტეტში  სოფლისა და კულტურული ტურიზმის სფეროში და შეგიძლიათ:

  • უმასპინძლოთ დამსვენებლებს სოფლად;
  • გააცნოთ  ქედის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კულტურა საინტერესო  ფორმით

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 მაისი 18:00.

სარეგისტრაციო ფორმა - https://bit.ly/2yaklxB

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი – „ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობებიმიზნად ისახავდა პანდემიის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისზე სწრაფი რეაგირების მოხდენას ქედის მუნიციპალიტეტში.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობითპროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციაინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივისტრატეგიული დაგეგმვის გზით.
 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.

Tinatin Gholadze

Managing Director | GEN Georgia

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 8 years of experiance  working in this field,  creating interesting… More