პირველი სამეწარმეო საკანონმდებლო კრეათონი Policy Hack

Tinatin
Gholadze

Policy Hack არის პირველი სტარტაპ საკანონმდებლო კრეათონი, რომლის მიზანია გააუმჯობესოს კომუნიკაცია და დააკავშიროს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, იმისათვის რომ ერთად შექმნან ახალი  ინოვაციური გადაწყვეტილებები სტარტაპებთან, მეწარმეობასთან და ინოვაციებთან დაკავშირებით , წინასწარ განსაზღვრულ თემებზე დაყრდნობით და შესთავაზონ მათი განხორციელება შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

Policy Hack -ის მონაწილე შეიძლება იყოს ინდივიდუალური პირი ან არსებული გუნდი, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 წევრისგან ( სახელმწიფო , კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი).

კრეათონის  ფარგლებში  მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ კვალიფიციურ  მენტორებთან ერთად იდეების დამუშავებაზე და Lean Policy Canvas დოკუმენტის შედგენაზე .გამარჯვებული გუნდის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს Policy Canvas გლობალურ ღონისძიებაში. 
ღონისძიების სამუშაო  ენაა ქართული, საბოლოო პრეზენტაციების წარდგენა მოხდება ინგლისურ ენაზე

თუ  გსურთ Policy Hack -ში მონაწილეობა/მენტორობა, გთხოვთ დარეგისტრირდეთ  ქვემოთ მოცემულ ბმულზე 2 ნოემბრის ჩათვლით :

სარეგისტრაციო ფორმა - http://bit.ly/policyhackgeo

Policy Hack   ხორციელდება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში , გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოს მიერ  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანაორგანიზებით, საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.