Entrepreneurship World Cup Georgia -ს გამარჯვებული ცნობილია

Tinatin
Gholadze

Entrepreneurship World Cup  საერთაშორისო სტარტაპ კონკურსია, რომელშიც 100 ქვეყნიდან 60 000 -ზე მეტი ანტრეპრენერი იღებს მონაწილეობას.

კონკურსის ხორციელდება Global Entrepreneurship Network (“GEN”) -ის Misk Global Forum (“MGF”)- თან თანამშრომლობით. საქართველოში   პროექტის პარტნიორია GEN Georgia.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ადრეულ ეტაპზე მყოფი ანტრეპრენერები , EWC Georgia 2019 წლის გამარჯვებული კი  პროექტი Automechanic გახდა, რომელიც ახალგაზრდა ანტრეპრენერების ჯგუფმა წარმოადგინა  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პროექტი მიზნად ისახავს ავტო მექანიკოსების მონაცემთა ბაზის შექმნას და  ავტომანქანის მფლობელებისთვის მათთან  წვდომის გამარტივებას.
 

პროექტის  გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ორ თვიან გლობალურ ვირტუალურ სააქსელერაციო პროგრამაში და  წვდომას :

სტარტაპ საგანმანათლებლო რესურსებთან
უცხოელ მენტორებთან
ვირტუალურ ტრენინგ კურსთან


გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ  მიიღონ 500 000$ ის ღირებულების სერვისები ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Oracle, Google Cloud, Shopify, Slack და Stripe და მონაწილეობა კონკურსის  გლობალურ ფინალში, რომელიც ნოემბერში საუდის არაბეთში გაიმართება.