გლობალური მეწარმეობის კვირეული - გახსნის ღონისძიება

Tinatin
Gholadze

‘’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება , მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველი წლის ნოემბერში პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000 -ზე მეტი ღონისძიება,10 000 ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი.

გლობალური მეწარმეობის კვირეული 2018-ის თარიღებია 12-18 ნოემბერი. ( თანდართული ფაილებით იხილეთ კვირეულის დღის წესრიგი)

გლობალური მეწარმეობის კვირეული ხორციელდება გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანაორგანიზებით. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.

გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართებაორშაბათს, 12 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ტექნოპარკში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სესიები:

1. სამეწარმეო ეკოსისტემა, შესაძლებლობები და გამოწვევები;

2. #womenpower, მეწარმე ქალების ისტორიები;

3. წარმატების გზაზე;

4. მე დავმარცხდი და შემდეგ?

ღონისძიების დეტალური დღის წესრიგი იხილეთ თანდართული  ფაილით

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - http://bit.ly/GEWopening , 10 ნოემბრის ჩათვლით