‘ სტარტაპ ბუთქემფ - პანკისის ‘ მიზანია პანკისის რეგიონში 18-დან 35 წლამდე გოგონებისა და ქალებისთვის მეწარმეობის ძირითადი პრინციპებისა და სამეწარმეო უნარების განვითარება
სტარტაპ ბუთქემფი პანკისში ხორციელდება GEN Georgia -ს ‘რეგიონალური მეწარმეობის აკადემიის’ მიერ , საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით.
GEN Georgia არის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის ძირითადი მიზანია ადგილობრივი და გლობალური ეკოსისტემის წარმომადგენლების დაკავშირება, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერა.GEN -ს აქვს წარმომადგენლობა 170 ქვეყანაში , მისი სათაო ოფისი კი მდებარეობს ვაშინგტონში.
ბუთქემფის სამიზნე ჯგუფი :
• გოგონები და ქალები პანკისის რეგიონიდან 18-35 წლამდე;
• მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა-20;
• სტარტაპებით, მეწარმეობითა და ბიზნესით დაინტერესებული პირები
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე, 12 საათი
კურსის მიზანი:
კურსის მიზანია პანკისის რეგიონში 18-დან 35 წლამდე გოგონებისა და ქალებისთვის მეწარმეობის ძირითადი პრინციპებისა და სამეწარმეო უნარების განვითარება , იმისათვის რომ ხელი შეუწყოს სამეწარმეო პროცესების შემდგომ ინიცირებას. კერძოდ კი ბუთქემფის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგ საკითხები:
• მეწარმეობასთან დაკავშირებული ძირითადი მცნებები;
• წარმატებისა და წარუმატებლობის ინოვაციური სამეწარმეო ქეისები ;
• გუნდის ფორმირების ძირითადი პრინციპები სტარტაპისთვის;
• ინოვაციური იდეების გენერირების ტექნიკა;
• ბიზნეს მოდელის ფორმირება - კანვასის მეთოდით;
• ფონდების მოძიების სტრატეგიები და ინსტრუმენტები - მათ შორის ლოკალური შესაძლებლობები, ქრაუდფანდინგი, სარისკო ფონდები და ბიზნეს ანგელოზები;
• Pitch deck-ის მომზადება ინვესტორებისთვის;
• ავტომატიზებული ინსტრუმენტები სტარტაპ ბრენდინგისთვის;
• მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგია მეწარმეებისათვის;
კურსის შედეგი:
2 დღიანი ბუთქემფში მონაწილეობის შედეგად თქვენ :
• მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას საქართველოში მეწარმეობასთან დაკავშირებული
შესაძლებლობების შესახებ;
• გაეცნობით ინოვაციურ სტარტაპ ქეისებს;
• გაეცნობით ბიზნეს პარტნიორთან კომუნიკაციის მეთოდებს ;
• იმუშავებთ ინოვაციური იდეების გენერირებაზე;
• შეიმუშავებთ ბიზნეს მოდელებს - კანვასის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;
• შექმნით ბრენდის პირველად კონცეფციას და მარკეტინგულ სტრატეგიას;
• ჩამოაყალიბებთ ‘pitch deck’-ს პოტენციური ინვესტორებისთვის;
სწავლების მეთოდები:
• პრეზენტაცია;
• დისკუსია-დებატები;
• ქეისების განხილვა;
• გუნდური მუშაობა;
• ბრეინსტორმინგი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2019 წლის 10 იანვრისა. ბუთქემფში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ 20 მონაწილე
სარეგისტრაციო ბმული - http://bit.ly/2Un3z4T